რეგიონი

პრემიერ-მინისტრის მამის სახლის კედლის დაზიანებისათვის დაკავებული ფსიქიატრიულში იმკურნალებს

პრემიერ-მინისტრის მამის საცხოვრებელი სახლის კედლის დაზიანებისათვის დაკავებული პირი, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმკურნალებს.

დედოფლისწყაროში, ირაკლი ღარიბაშვილის მამის საცხოვრებელი სახლის დაზიანებისათვის, 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი იძულებითი მკურნალობის კურსს ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ხონი- ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის.

დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, სასამრთლომ გადაწყვეტილება 19 ივნისს, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მიიღო.

დასკვნის თანახმად, დაკავებულის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა და ის სასამართლო სხდომასაც აღარ დასწრებია.

შეგახსენებთ,23 აპრილს გოჩიტაშვილმა ტარიელ ღარიბაშვილის ჭიშკარს მეგობრის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დააჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის შსს- ს კუთვნილი მანქანებიც დააზიანა, სამართალდამცავებს კი ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი გოჩიტაშვილს პროკურატურა სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას ედავებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button