პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დევნილთა საკითხზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დევნილთა საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ განსხვავებული მიდგომაა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა და არ არსებობდა ერთიანი სტანდარტი, რის მიხედვითაც, რეგულირდებოდა განსახლების პოლიტიკა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად ამოქმედდა განსახლების სხვადასხვა პროგრამები და ალტერნატივები.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით კი, უაღრესად მნიშვნელოვანია იმ დევნილების დაკმაყოფილება, რომლებიც კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს დროებით ქირის გასვლა და მშენებლობების დასრულებამდე, სხვა ბინებში ცხოვრება შესთავაზეს.
ირაკლი ღარიბაშვილის და ზურაბ აზარაშვილის ხმა