რეგიონისაქართველოსიახლეები

“პრემიერი ამ ყველაფერს საერო პოზიციიდან ამბობს”

პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი კოვზით ზიარება დიდი რისკის შემცველია, მაღალი სასულიერო იერარქიის პირები გამოეხმაურნენ. მეუფეების ნაწილის მტკიცებით, ზიარების წესი არ შეიცვლება. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები მათთვის გასაგებია.

როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) აღნიშნავს, პრემიერის მოსაზრება ზიარების წესთან დაკავშირებით მისთვის გასაგებია, რადგან მეუფის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებას საერო პოზიციიდან აკეთებს.

“აბსოლუტურად სწორია რასაც ის ამბობს, რადგან ის ამ ყველაფერს ამბობს საერო პოზიციიდან. ჩვენ კი, ამ ყველაფერს ვამბობთ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან, რომ არ არის სახიფათო. ექიმები, პოლიტიკოსები და მეცნიერები არიან ვალდებულები, რომ ეს თქვან. ჩვენ იესო გვაძლევს თავის სისხლსა და ხორცს, რომ ვეზიაროთ, ამაზე ისინი ვერაფერს იტყვიან. ეს არის მისტიკა და ღვთის საიდუმლო,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button