პრემიერი არჩევნების დასრულების შემდეგ ცვლილებებს გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, არჩევანების დასრულების შემდეგ სამინისტროების მიმართულებით, გარკვეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
კვირიკაშვილის განცხადებით, დღის წესრიგში ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება ამ ეტაპზე არ იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს მინისტრთა კაბინეტთან.
“ეკონომიკური პროფილის სამინისტროების გაერთიანება არ იგეგმება. ჯობია, რომ დავიცადოთ, რადგან ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. ჯერ კიდევ 30-ში არის მეორე ტური და სხვათა შორის მინდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები არ დასრულებულა, ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს.
შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი, რათა პარლამენტში წარსდგეს უკვე მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები რა თქმა უნდა, სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ ჩვენ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.