რეგიონი

ზუგდიდელი ბიზნესმენის ბოდიში საზოგადოებას

ზუგდიდელი ბიზნესმენი გოჩა ბეჭვაია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო რომ მან “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებს ქალაქის ცენტრში ფართი მიაქირავა.

“Ბევრმა იცით რომ ქალაქის ცენტრში, ლიბერთი ბანკის შენობაში,მაქვს კომერციული ფართი რომელიც სამი თვის წინ გაქირავდა. Მქირავებელი აღმოჩნდა ალტ-ინფო, რომელიც გამეცნო სულ სხვა სახელით. ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, მაგრამ Ნამდვილად არ ვიცოდი რომ ალტ-ინფოს ვეკონტაქტებოდი. Როგორც კი გავიგე რომ ეს ორგანიზაცია იყო ალტ-ინფო მომენტალურად მივმართე წერილით ფართის დატოვებასთან დაკავშირებით. Ხელშეკრულების თანახმად მათ გასასვლელად აქვთ ორ თვიანი ვადა და მიუხედავად ჩემი დაჟინებული თხოვნისა რომ სასწრაფოდ დატოვონ ფართი, ჯიუტობენ და კატეგორიულ უარს აცხადებენ ფართის დატოვებაზე. Ვინმემ თუ იცით სხვა რა გზით შეიძლება ვაიძულო რომ სასწრაფოდ დატოვონ ფართი შემეხმიანეთ. Ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ უხერხულობისთვის.”-წერს იგი.

შეგახსენებთ,ალტ-ინფოს წარმომადგენლები გადაღებაზე მისულ “მთავარის” ჯგუფს დაუპირისპირდნენ. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტს და ოპერატორს. დაკავებული 4 პირი სასამართლომ მეორე დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button