მნიშვნელოვანისაქართველო

პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდება – ბახტაძე სავარაუდოდ სამთავრობო ცვლილებებზე ილაპარაკებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს, ამის შემდეგ კი ჟურნალისტებს შეხვდება.

გეგმავს თუ არა პრემიერი თანამდებობიდან წასვლას და აღნიშნულს შეეხება თუ არა ბრიფინგი, პრემიერის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთან, როგორც  საპარლამენტო უმრავლესობაში  ცალკეული დეპუტატები ამბობენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე.

ონლაინ მედიაში უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button