მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერის თქმით ფარცხალაძეს ცუდი არაფერი ჩაუდენია ქვეყნის წინაშე

ფარცხალაძის სანქცირება, ჩემთვის გაუგებარია-საქართველოს პრემიერ- მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენია და მას ქვეყნის საზიანოდ მოქმედების ფაქტები არ აქვს.

“რატომ მოხდა ფარცხალაძის სანქცირება გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამაზე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ჭიქაში არის ქარიშხალი ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, არის მოღალატე ჩემს თვალში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება, ის არის მოღალატე. ჩემთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის საზიანოდ და სხვა ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი”. – ამბობს პრემიერი

მსგავსი პოსტები

Back to top button