პრემიერის ვერტმფრენმა სტუდენტს თავი მოჰკვეთა

პერუში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სტუდენტა გოგონამ ქვეყნის პერმიერ-მინისტრის პედრო კატერიანოს ვერტმფრენთან მიირბინა და დაიღუპა, – გადმოსცემს სააგენტო RPP.

20 წლის ლინა საპატა ფეიჰოს პრემიერ-მინისტრისთვის წერილის მიწოდება უნდოდა, რომელშიც იგი თავისი ძმის უკანონო დაპატიმრების ფაქტს აპროტესტებდა. ვერტმფრენთან მიახლოებისას, გოგონას ვერტმფრენის პროპელერის ლაპოტმა თავი მოჰკვეთა.

მომხდარ ტრაგედიას პერუში ფართო რეზონანსი მოჰყვა. კატერიანომ სამუშაო ვიზიტი შეწყვიტა. ხელისუფლებამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button