მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ზურაბ აზარაშვილი 2021 წლის წლის 2 თებერვლამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი. ასევე, ეკავა სს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა. გარდა ამისა, სხვადასხვა წელს მუშაობდა კომერციულ სტრუქტურებში.

ზურაბ აზარაშვილი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ტერაბანკში, კორ სტანდარტ ბანკში, ქართუ ბანკსა და თიბისი ბანკში. მას განათლება მიღებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში.

ზურაბ აზარაშვილს დღემდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ირაკლი ღარიბაშვილის და ზურაბ აზარაშვილის ხმა

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button