პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ დრომდე გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური ახლად შექმნილი სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგა მუშაობას.

გიორგი მღებრიშვილი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად კი კახა კახიშვილი წარადგინა.

კახიშვილი ამ დრომდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button