მნიშვნელოვანისაქართველო

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაათვალიერა და საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, დიმიტრი გაბუნია მისი საპარლამენტო მდივანი, ხოლო ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება.

მას არ უსაუბრია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობაზე. თქვა, რომ ადმინისტრაცია ორშაბათისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, შეიქმნება მედია კლუბი, სადაც ის ჟურნალისტებთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრებს.

„კვირის ბოლოს ან ორშაბათს გეტყვით, ვინ იქნება მთავარი ჯგუფი ადმინისტრაციის. მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და ჩვენ გვექნება სხვადასხვა ფორმატის ურთიერთობა,“-ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button