მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პრემიერმინისტრი არის შეშინებული, მას ეშინია შეკითხვების“- ვახო სანაია

კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტს ეხმაურება, ტელეკომპანიას „ფორმულას“ წამყვანი ვახო სანაია და ამბობს, რომ პრემიერი არის შეშინებული. იგი გაურბის ლექსო ლაშქარავასთან და 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ დასმულ კითხვებს.

“პრემიერმინისტრი არის შეშინებული, მას ეშინია შეკითხვების. ეშინია შეკითხვების ლექსოსთან დაკავშირებით, იმ ჯოჯოხეთის შესახებ, რაც აქ მოგვიწყვეს, ყველაფრის ეშინია და გარბის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიქცა პრემიერმინისტრი, როცა მას შეკითხვა დაუსვეს, როგორ იმალება, როგორი წაშლილი სახით დადის.
მის უწმინდესობასთან, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ფოტოს გადასაღებად მივიდა და იქ სხვებთან ჰქონდათ კონსულტაცია საპატრიარქოს ადმინისტრაციაში და პატრიარქთან ის მივიდა ერთადერთი რაღაცისთვის, ფოტო რომ გადაეღო და ვითომ გვაბოლებს აქ რაღაცას”-თქვა ვახო სანაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button