მნიშვნელოვანისაქართველო

პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი ერთი საფეხურით გაუმჯობესდა

ორგანიზაციამ, ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის, მე-60 ადგილი მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით, ერთი საფეხურით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა კვლავაც ძალიან პოლარიზებული. 

ანგარიშში ხაზგაზბულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საზმე.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა არის ინფორმაცია მუქარების შესახებ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებას დამაჯერებელი შედეგები ჯერ არ გამოუღია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ დიდი ზეგავლენა ექნება
„რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო დავის შედეგს.

პრესის თავისუფლების ინდექსის პირველი სამეული ასე გამოიყურება:

1)ნორვეგია

2)ფინეთი

3)შვედეთი

მსგავსი პოსტები

Back to top button