მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პრესის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული”-შარლ მიშელი

უმცირესობის უფლებების დაცვა არ არის მარგინალური საკითხი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს,

„პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული, “, – განაცხადა მიშელმა

შეგახსენებთ, შარლ მიშელის ვიზიტამდე ორი კვირით ადრე ლგბტ უფლებების დამცველ ორგანიზაციას და მის მხარდამჭერებს არ მიეცათ შესაძლებლობა თბილისში “ღირსების მარში” გაემართათ. ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაიკავეს და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, დაარბიეს “თბილისი პრაიდის” ოფისი და სცადეს “სრიცხვილიას” ოფისში შეჭრა. ამ დრომდე არ არიან ძალადობის ორგანიზატორები დაკავებულები.
.

მსგავსი პოსტები

Back to top button