ელისაშვილი მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს – [AUDIO]

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც წარსულში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახლდათ აცხადებს, რომ მისი ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში მას მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომელი პატიმარი უნდა შეეწყალებინა. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს,თუმცა რადიო თბილისთან იგი კორუფციული სქემის დეტალებზე საუბრობს. ელისაშვილი 9 დეკემბერს პროკურატურაში დაიბარეს. რადიო თბილისთან კი პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ, პროკურატურის ცხელ ხაზზე მიზეზად არასამუშაო საათებს ასახელებენ.

უფრო ადრე ელისაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქმედი და ექს პრემიერ-მინისტრების დავალებით მასზე თვალთვალი ხორციელდება.

მოუსმინეთ ინტერვიუს ალეკო ელისაშვილთან

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button