მნიშვნელოვანი

,,200 ლარიანი ჯარიმა ტაქსებისთვის, ალბათ ბევრია“

არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტაქსების რეგულაციის 200 ლარიანი ზღვარი, ალბათ ბევრია – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა გიორგი ლაბაძემ რადიო თბილისის ეთერში, თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა.

ორგანიზაცია თბილისის მერიას რეკომენდაციით მიმართავს, ტაქსის სერვისის რეგულირების პროცესში, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გამოიყენონ და სანქციების მიღებადე დაზუსტდეს, რას ითვალისწინებს თვითონ რეგულაციის პროცესი.

შეგახსენებთ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებით, დედაქალაქში სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის შემთხვევაში, 200 ლარიანი ჯარიმა წესდება.

მოისმინეთ გიორგი ლაბაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button