კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

„ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება“

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალო 2“ გიორგი შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.

„საბურთალო 2“- მა ამხანაგურ შეხვედრაში „სპაერი“, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

„ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება.“ – აღნიშნავენ შაქარაშვილის თანაგუნდელები. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, სამძებრო სამუშაოები დაიწყო. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button