მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ

ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ. მათ ლგბტ დროშები ჩამოხსნეს.ამ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

სიძულვილის ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისთანაც იყვნენ მისულები და იქ შესავლას ცდილობდნენ. იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან, მათ ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე პოლიციელია.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის წარმომადგენელები დღეს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის გამართვას ცდილობენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა დილიდან დაარბიეს კარვები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button