კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

შსს-სთან შეკრებილები ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმას აპროტესტებენ

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. ისინი შსს-ს, საქმეზე რეაგირებისათვის, 48-საათიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციებს აანონსებენ.

ოპოზიციის თქმით, ეს არ არის ახალი სცენა, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ოპონენტებზე თავდასხმებს აწყობს და მსგავსი ტიპის შემთხვევები დემოკრატიული გარემოსთვის მიუღებელია.

“ეს ყველაფერი აუცილებლად, მძიმედ შემოუტრიალდება ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლების და საერთაშორისო პარტნიორების თვალში.” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე.

მოისმინეთ “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას, ლაშა ცუცქირიძის მეუღლე ლანა დოლიძის და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრების, – ხატია დეკანოიძის და ზაალ უდუმაშვილის კომენტარები.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ცუცქირიძეს გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამით, თავს უცნობი პირები დაესხნენ. მას თავი აქვს გატეხილი და ტუჩი – გახეთქილი. ცუცქირიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button