მნიშვნელოვანი

,,პრეზიდენტი ამ ადამიანს შეიწყალებდა თუ არა, ის დანაშაულს მაინც ჩაიდენდა“, – ლია მუხაშავრია

შეწყალების კომისიის წევრის, ლია მუხაშავრიას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი ვეფხია ბაქრაძეს შეიწყალებდა თუ არა, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ამ დანაშაულს ადრე თუ გვიან, მაინც ჩაიდენდა. ამის შესახებ ლია მუხაშავრიამ რადიო ,,თბილისის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტი და ყოფილი პატიმრის მიერ ჩადენილი დანაშაული, ერთმანეთთან კავშირში არ არის.

,,მე მეჩვენება, რომ მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი ამ ადამიანს შეიწყალებდა თუ არა და ექვსი თვით ადრე გამოუშვებდა თუ არა საპატიმროდან, ეს ადამიანი ამ დანაშაულს მაინც ჩაიდენდა. ამიტომ, პრეზიდენტზე გადაბრალება, რომ საზოგადოებისთვის ასეთი საშიში ადამიანი შეწყალების გზით გამოვიდა ვადაზე ადრე და ჩაიდინა ეს დანაშაული, კავშირში ერთმანეთთან არ არის“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მოისმინეთ ლია მუხაშავრიას ხმა.

 

შეგახსენებთ, 25 წლის გერის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, წარსულში ჩადენილი ძალადობივი დანაშაულისთვის, 2017 წლის 25 მაისამდე სასჯელს იხდიდა. პრეზიდნეტის შეწყალების საფუძველზე, მან საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button