მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი დღეს ქალ პოლიტიკოსებს სამუშაო ფორმატში შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტი დღეს ქალ პოლიტიკოსებს სამუშაო ფორმატში შეხვდება.რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ელოდებიან.

ის კანონმდებლები, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილთან მიდიან, იმედოვნებენ, რომ მსგავს შეხვედრებს კონკრეტული შედეგი ექნებათ.

ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ კარგია პრეზიდენტის მხრიდან ინიციატივის გამოჩენა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის ძლიერ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს ვერ დაეხმარება.

“ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პროცესი შედეგზე იყოს ორიენტირებული და გარკვეული ეტაპის შემდეგ გამოჩნდეს, თუ რა იქნება ეს შედეგი.

“ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ ოპტიმიზმი, რომ ამ საქმიდან რაღაც რეალურად გამოვა ნაკლები აქვს.

ცნობისთვის, პროცესი უკვე 2 თვეა გრძელდება.10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

ხათუნა სამნიძის ანა ნაცვლიშვილის და ნინო ბურჯანაძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button