მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტი ევროკავშირის დახმარებაზე უარს გაუგებარს უწოდებს

ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე მთავრობის მიერ გაცხადებულ უარს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. ზურაბიშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს

„განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლების დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.
ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი

შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობის შესრულება.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ხელისუფლება “თავს შეიკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button