რადიო თბილისი და Forbes-ი მედიაპარტნიორები გახდნენ

რადიო თბილისი FM93.5 გავლენიანი გამოცემის Forbes-ის ქართული წარმომადგენლობის მედიაპარტნიორი გახდა. 

პარტნიორობა ერთმანეთის მედიამხარდაჭერას ითვალისწინებს.

Forbes Georgia არის ყველაზე გავლენიანი ქართული ბიზნეს-გამოცემა. Media Partners Georgia-სა და Forbes Media LLC-ის შორის გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების შესაბამისად, ჟურნალის ბეჭდური ვერსია, 2011 წლის დეკემბრიდან, გამოიცემა ყოველთვიურად, ქართულ ენაზე და ეფუძნება Forbes-ის საგამომცემლო სახლის მთავარ იდეას – მკითხველს მოუთხროს ადამიანებზე, იდეებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც ცვლიან სამყაროს.

Forbes Georgia-ის მიზანია, მოიძიოს და წარმოაჩინოს ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის მიღწევები, ცალკეული მეწარმეების, ბიზნესმენებისა და სხვა პროფესიის ადამიანების წარმატების ისტორიები, რომლებიც მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ და ცვლიან სახელმწიფოსა და საზოგადოების ბედს.

სააქციო საზოგადოება Media Partners ასევე  გამოსცემს Forbes Woman Georgia-ს და Forbes Georgia in English-ს.

რადიო თბილისი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ახალი რადიოსადგურია დედაქალაქში, რომელმაც მაუწყებლობა 2015 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.

რადიო თბილისი ბიზნესმედია საქართველოს პარტნიორიცაა, მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან თბილისის ეთერში ბიზნესკონტრაქტის 3 პროდუქტი გადის: “საქმიანი დილა” , “ანალიტიკის” შუადღისა და საღამოს გამოშვებები.

დეკემბრის “ფორბსის” ნომერში თქვენ გაეცნობით, მოუსმინეთ ანონსს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button