პრეზიდენტი მთავარ დიპლომატიურ კონფერენციას არ დაესწრო
პრეზიდენტის დემარში ქართველი დიპლომატების მისამართით – სალომე ზურაბიშვილი “ელჩების კონფერენცია 2018-ის” არც გახსნის და არც დახურვის ცერემონიას არ დასწრებია.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ქართველი დიპლომატები ტრადიციულ შეკრებაზე პრეზიდენტის გარეშე მსჯელობდნენ.
ელჩების შეკრების ბოლო დღე საკმაოდ დატვირთული გრაფიკით წარიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა მთავარსარდალი კონფერენციაზე.
ელჩების ნაწილი განმარტავს, რომ ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს.
მოისმინეთ ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა ახვლედიანის, თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგვინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას და ფონდ “ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორის, ლაშა ტუღუშის კომენტარები.