პრეზიდენტი მუხთარლის და თორდიას საქმეებზე

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე აფგან მუხთარლიზე კომენტარი გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტსა და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტები საქართველოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს. პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მომხდარ ფაქტებს ადეკვატური შეფასება მიეცემა.

საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება. ამის შესახებ, გიორგი მარგველაშვილმა აუდიტის სამსახურში განაცხადა, სადაც გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და უწყების სხვა თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რაც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მოხდა, პასუხებს საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button