პრეზიდენტი მზად არის  სახალხო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს

ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვები იწყება.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ჩაერთოს ამ პროცესში. როგორც პრეზიდენტმა კამპანიის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში სტუდენტებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, ის უმრავლესობის შეთავაზებას ელის.

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. 

მსგავსი პოსტები

Back to top button