მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი პუტინი ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებით კმაყოფილია და ,,გაოცებულია მათი სიმამაცით,,

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “ქართული ოცნების” პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამოჩენილი სიმამაცით გაოცებულია.

28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოში შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

“ოფიციალურ დონეზე, ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ საერთოდ არ ვეჩხირებით, უბრალოდ არ ვეხებით მას. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ “კოლეგებზე”,- განაცხადა პუტინმა ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იქვე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ “სიმამაცით”, რითაც საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოზიცია “ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან” დაკავშირებით.
პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს.

“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, გულახდილად გითხრათ, მე გაოცებით ვუყურებდი და ვადევნებდი თვალ ამ ყველაფერს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, არავითარი ურთიერთობა არ გვაქვს, არავითარი. მაგრამ მე უბრალოდ გამაკვირვა მათმა სიმამაცემ და ხასიათმა, რომელიც მათ გამოავლინეს იმისთვის, რათა დაეცვათ საკუთარი თვალსაზრისი. ახლა მე არც კი მიცემ შეფასებას ამ თვალსაზრისს”, – დასძინა პუტინმა.

მანამდე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაქეს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა “აგენტების კანონისა” და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებისთვის.
ამასთან, პუტინი კვლავ იმეორებს, რომ თითქოსდა რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა.

კრემლის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა თვითგამოცხადებულ პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანამდებობა მიულოცა.

“ვულოცავ ირაკლი კობახიძეს. ადამიანს, პოლიტიკოსსა და სპორტსმენს,” – წერს დუგინი.

“ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა თვითგამოცხადებული მთავრობა დღეს დაამტკიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button