მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი პუტინის თქმით 270 000 ადამიანი ნებაყოფლობით შეუერთდა შეიარაღებულ ძალებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 270 000 ადამიანი ნებაყოფლობით გაწევრიანდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.
ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პუტინმა თქვა, რომ რეკრუტირება დაემატა ერთი წლის წინ ნაწილობრივ მობილიზაციას.

“ნაწილობრივი მობილიზაცია ჩავატარეთ და 300 000 ადამიანი გამოვიძახეთ. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ჩვენ გვყავს 270 000 ადამიანი, რომლებმაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელის კონტრაქტებს.

ხალხი მოდის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში და კონტრაქტებს აფორმებენ. ყოველდღიურად 1000-1500 ადამიანი აფორმებს კონტრაქტს”, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია.

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, როცა ნათელი გახდა, რომ ომი უკრაინაში იმაზე დიდხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე კრემლი ელოდა. მობილიზაცია გულისხმობდა, რომ რეზერვში მყოფი მოქალაქეების გამოძახება შეიძლებოდა, ხოლო სამხედრო გამოცდილების მქონე პირები გაწვევას ექვემდებარებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button