პრეზიდენტი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამრთლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რომ ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.