მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტში ბოლო წლიური ანგარიშით გამოვიდა-პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას ოცნების დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგა. რეგლამენტის თანახმად, როგორც წესი, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს მოისმინა.
ცნობისთვის ეს პრეზიდენტის ბოლო მოხსენებაა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან წლის ბოლოს მას ვადა ეწურება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საინტერესოა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, ასევე – საარჩევნო წელსა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

მიუხედავად იმის რომ ახალი მთავრობა ჯერ დამტკიცებული არაა. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მივიდა ვიცე-პრემიერი – ლევან დავითაშვილი და მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები.
პარლამენტში პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა, საკანონმდებლო ორგანოში ის დღეს სავარაუდოდ დეპუტატის სტატუსით იმყოფება, ვინაიდან კობახიძეს ოფიციალურად არ შეწყვეტია დეპუტატის მანდატი.

“ოცნების” დეპუტატებმა პრეზიდენტი ამჯერადაც გააკრიტიკეს. გივი მიქანაძის აზრით, ის თითქმის ერთი წელია მთლიანად “რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა” გადასული. უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი სახელმწიფო “გააშავა” და თუ “გონიერება ეყოფა” და “ნორმალურად” გამოვა, კარგი იქნება.

“ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე სავარაუდოდ გადადგება თავისი პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითიც ის შეეცდება საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს, თითქოსდა ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა ნაციონალური მოძრაობა, ამ დროს ყველა ის ძალა, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილის შემდგომი კოალიცია შესაძლებელია განხილულ იქნეს, ეს იქნება ენმ, ლელო, გვარამია, გახარია თუ ასე შემდეგ, ეს ყველა არის ის შენაერთები, რომლებიც ერთიანობაში ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ”, – თქვა მიქანაძემ.
ამასთან მმართველი გუნდის თქმითპრეზიდენტი კონსტიტუციას არ იცავს და მისი განცხადებები საქართველოს რეალურ ინტერესს უპირისპირდება.

გარდა ამისა პლენარულ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლისას ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე არ წამოდგნენ.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს არ მიესალმნენ. ოქტომბერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განახილვისას ზურაბიშვილის დარბაზში შესვლის დროს უმრავლესობა ფეხზე არ წამოდგა.

შეგახსენებთ დღეს, 6 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებით წარსდგა. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო მოხსენება იქნება.

“დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, პირველად ვდგავარ როგორც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის პრეზიდენტი. გილოცავთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა გამოსვლისას დაწყებისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button