მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთა ახლა არ არის პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ თანამდებობები, ამ გარდამავალ ეტაპზე და საჭიროა შეიქმნას ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქარტიის შესრულების პირობებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ იქნება პასუხისმგებელი, ვინც ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს.

„ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან მივიყვანოთ იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.

რადგან ჩემი წარსდგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაში პოლიტიკოსები არ იქნებიან, ხოლო პრემიერობის კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.

თუმცა, პრეზიდენტს დღეს არ დაუსახელებია კონკრეტული სახელები და გვარები და ქართული ქარტიის ხელმომწერ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა დოკუმენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button