მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია

12 წლის წინ, პოლიტიკიდან წასული ნიკა გილაური არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ათონელის რეზიდენციაში გამოჩნდა. გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილთან მისული, ყოფილი პრემიერიმედიამ დააფიქსირა ზურაბიშვილი ფსონს, სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანზე დებს და მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გეგმავს. გილაურს, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს. მანამდე, ის ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. დღეს დახურულ კარს მიღმა გამართულ კონსულტაციებზე საუბარს, თავი აარიდა და ორბელიანების სასახლე ალტერნატიული გასასვლელით, ავტომობილით დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს, შეხვდა. შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრა „ტექნიკური მთავრობის“ დაკომპლექტებას შეეხებოდა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასე უპასუხეს:

„პრეზიდენტი დღეს შეხვდა ნიკა გილაურს. არ ვადასტურებთ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია“.
საქართველოს პრეზიდენტი აპირებს საპარლამენტო არჩევნებამდე დაასახელოს ტექნიკური მთავრობა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ „ქართულ ქარტიას“ მოაწერა ხელი, ამ საკითხზე სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “ქარტიის” პირობებს შეასრულებენ.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.

“ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ “ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, – წერია „ქართულ ქარტიაში“.

მას სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ნიკა გილაურს 2009 წლიდან 2012 წლამდე პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2007-2009 წლებში გილაური საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას დაასახელებს, ამისთვის კი ოპოზიციისგან დასტურს ელოდება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

.

მსგავსი პოსტები

Back to top button