მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა.

გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, კოვიდ-19 ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა, თუმცა ბაღი მუშაობას განაგრძობს.

“ქალბატონი ბაღის გახსნის დღეს მოვიდა და ამის შემდეგ, უხელფასო შვებულებაში გავიდა. თანამშრომლებთან და აღსაზრდელებთან შეხება არ ჰქონია. როგორც ვიცი, წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული. ბავშვების რაოდენობა მცირეა, მაგრამ მაინც ვმუშაობთ”, – განაცხადა თევდორაშვილმა რადიო ჰერეთთან.

ეპიდემილოგებმა ბაღის თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თავად ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ შემთხვევის შესახებ, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაკეთებულა.

გურჯაანის საბავშვო ბაღებში, კორონა ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button