მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის ინიციატივას ამერიკის ელჩი გამოეხმაურა

პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად დაწყებულ მოლაპარაკებებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესს მიესალმება და მხარს უჭერს.

დეგნანის თქმით, ამ მოლაპარაკებებში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წამოწყებული ეროვნული თანხმობა მისასალმებელია და ამ პროცესში საკუთარი ხმა აქვს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს ეკლესიას.

“პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშნველოვანია ქვეყნისთვის, ამ ეტაპზე, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რაც არსებობს და ყველამხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ეს ინიციატივა და მხარს ვუჭერთ. განსაკუთრებით ეს მნიშნველოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის და სიმშვიდისთვის, ვიცით რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეკლესია და მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა მთლიანად ამ პროცესში, რაც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირების დასრულებას და გამთლიანებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ აღნიშნული პროცესი სწრაფად და ერთ ან ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისათვის პრეზიდენტიც არის კარგად მომზადებული და ნაბიჯ-ნაბიჯ აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში.” – ამბობს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, უნდა, პროცესში მთელი საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული, ამ მიზნით კი რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ “2 დღეში ან 2 თვეში შარლ მიშელის ახლა დოკუმენტს დადებენ”.

“გრძელი, რთული პროცესია, არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ რაღაცა ახალ მიშელის დოკუმენტს, ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს.

ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიტანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები”, – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას შეხვდა. შეხვედრებს პრეზიდენტი ორშაბათიდან ეროვნული თანხმობის მისაღწევად პოლიტიკოსებთან და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებთან მართავს.

პრეზიდენტი უკვე შეხვდა: “ნაციონალური მოძრაობის, “ქართული ოცნების”, “ლელოს”, “გირჩის”, “გირჩი – მეტი თავისუფლების”, “მოქალაქეების”, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის”, “ხალხისთვის” და სხვა პარტიების წარმომადგენლებსა თუ უპარტიო პოლიტიკოსებს. პრეზიდნტთან შეხვედრაზე იყო მისული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button