პრეზიდენტის მიმართვა სამართალდამცავებს

საქართველოს პრეზიდენტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენი ადამიანია აღნიშნულთან დაკავშირებით მიცემული პასუხისგებაში.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობის, სადიზმის ყველა ფორმას და ასევე ამ ინფორმაციის ტირაჟირებას. ამასთან ერთად, მინდა, მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, არ იყო ერთეული და იყო სისტემური”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button