“პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ”

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ.

როგორც მათი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ კვაჭაძე ამბობს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა.

კვაჭაძის თქმით პრეზიდენტის სიძესთან და მის მეგობართან ჯერჯერობით არ ყოფილან სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button