მსოფლიოსიახლეები

ნიუ-იორკში, დამკრძალავ ბიუროსთან ათობით ცხედარი აღმოაჩინეს

ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროსთან გაჩერებულ 2 სატვირთო მანქანაში ათობით ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივებმა პოლიციას მანქანებიდან წამოსული გაუსაძლისი სუნის შესახებ შეატყობინეს. ადგილზე მოსულმა სამართალდამცველმა სატვირთოებში გარდაცვლილები აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში 100-მდე ცხედარი იყო.

როგორც დამკრძალავ ბიუროში განმარტეს, მათ მაცივარი გაუფუჭდათ. ნიუ-იორკში კორონავირუსის პანდემიის ფონზე დამკრძალავი ბიუროები გადატვირთულია, თუმცა უცნობია, სატვირთოებში ნაპოვნი რამდენი ადამიანი გარდაიცვალა COVID 19-ით.

მსგავსი პოსტები

Back to top button