პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას დებატები არ გაიმართება

პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფორმატი დამტკიცებულია. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.

გიორგი მარგველაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის 12 ფრაქცია 15-15 წუთიანი სიტყვით გამოვა.

საპარლამენტო ოპოზიცია დებატების გამართვას ითხოვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წლის შემაჯამებელ მოხსენებაში გიორგი მარგველაშვილი ყურადღებას საშინაო და საგარეო მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილებს.

პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას შესაძლოა მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრონ. სხდომაზე დასწრების სურვილი პრემიერმინისტრმაც გამოთქვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button