პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. გიორგი მარგველაშვილმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 9 ქალია.
კომისიამ სულ 1075 საქმე განიხილა. 120 ბრალდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
მსჯვრდებულთა ნაწილს სხვადასხვა ფორმით შეუმცირდათ სასჯელი, მათ შორის არასრულწლოვნებსაც.
შეწყალება სხვადასხვა დანაშაულობებში ბრალდებულებს შეეხოთ.