სუმოისტების 19 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

პოლონეთის ქალაქ კროტოსცუნში 21-24 აპრილს სუმოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა U-18, U-21, U-23 და უფროს ასაკში, სადაც ქართველი სუმოისტებმა 19 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. შეჯიბრებაში მონაწილეობა 17 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა მიიღო.
23 აპრილს ევროპის სუმოს ფედერაციის კონგრესი ჩატარდა, სადაც საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად 5 წლის ვადით აირჩიეს. ამასთან კონგრესზე გადაწყდა, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.
2017 წლის მსოფლიოს თამაშებზე, რომელსაც პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უმასპინძლებს, სამი ქართველი გამოვა – ავთანდილ ცერცვაძე, გიორგი მეშვილდიშვილი და გიორგი კვიჭიშვილი, რომლებმაც მსოფლიოს თამაშებზე გამოსვლის ლიცენზია მოიპოვეს.
U-18
ბადრი ხატისკაცი – ბრინჯაო (აბსოლუტური)
U-21
ლაშა ჯელაძე – ოქრო (+115 კგ.) ვერცხლი (აბსოლუტური)
გიორგი ფარადაშვილი – ვერცხლი (+115 კგ.)
შამილ გოგოჭური – ვერცხლი (-115 კგ.)
ნიკოლოზ სისვაძე – ბრინჯაო (-115 კგ.)
გიგა გელაშვილი – ბრინჯაო (აბსოლუტური)
პირად-გუნდური – ვერცხლის მედალი (მონაწილეობდნენ: ლაშა ჯელაძე; გიორგი ფარადაშვილი; გიგა გელაშვილი; შამილ გოგოჭური;)
U-23
გიგა გელაშვილი – ოქრო (+115 კგ.)
ზურაბ აქუბარდია – ვერცხლი (+115 კგ.)
შამილ გოგოჭური – ბრინჯაო (-115 კგ.)
გიორგი ფარადაშვილი – ბრინჯაო (აბსოლუტური)
ლაშა ჯელაძე – ბრინჯაო (აბსოლუტური)
პირად-გუნდურში – ვერცხლი (მონაწილეობდნენ: ლაშა ჯელაძე; ზურაბ აქუბარდია; შამილ გოგოჭური; გიგა გელაშვილი)
უფროსები
ავთანდილ ცერცვაძე – ვერცხლი (აბსოლუტური)
გიორგი კვირჭიშვილი – ბრინჯაო (აბსოლუტური)
შამილ გოგოჭური – ბრინჯაო (-115 კგ.)
გიორგი მეშვილდიშვილი – ბრინჯაო (-115 კგ.)
პირად-გუნდურში – ავთანდილ ცერცვაძე; გიორგი მეშვილდიშვილი – ბრინჯაო. (მონაწილეობდნენ: ლაშა ჯელაძე; გიორგი კვირჭიშვილი; შამილ გოგოჭური; ზურაბ აქუბარდია).