მნიშვნელოვანი

პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულ პირთაგან სამი არასრულწლოვანი და 12 ქალია.

შეწყალებულ 123 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებს.

64 მსჯავრდებულს, რომელთა შორის არიან, როგორც ვადიანი, ასევე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები, საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა სხვადასხვა დოზით. მათგან ოთხი ქალია, ორი კი არასრულწლოვანი.

14-დან 24 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების კომისიამ სულ 1182 საქმე განიხილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button