პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ოთხი ქალია, აქედან სამი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.

მისივე თქმით, კომისიამ 4-დან 6 აპრილის ჩათვლით იმუშავა და სულ 579 პირის საქმე განიხილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button