მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ფინეთს ალიანსში გაწევრიანება მიულოცეს

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის ოფიციალურად გაწევრებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის”ანგარიშზე გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის საქართველოსთვის ძლიერი წახალისება.

„ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და ფინეთს ალიანსში გაწევრება მიულოცა. მისი აზრით, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ფინეთს ნატოში გაწევრიანებას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში.

“ვულოცავ ფინეთს ნატოში გაწევრიანებას. ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და ერთიანი, ხოლო ევროპა კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილია ფინეთთან ერთად. საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში,” – წერს შალვა პაპუაშვილი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ რომ ფინეთი ოფიციალურად გახდა NATO-ს სრულუფლებიანი, 31-ე წევრი სახელმწიფო. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას “ნაჩქარევი ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ მიღებული იქნება “როგორც სამხედრო-ტექნიკური, ისე სხვა ხასიათის საპასუხო ზომები“, რათა შემცირდეს NATO-ში ფინეთის გაწევრიანების შედეგად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ აღმოცენებული საფრთხეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button