პრეზიდენტმა კახეთში ომის ვეტერანები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გურჯაანში დიდების მემორიალი და ჯარისკაცის მამის ობელისკი გვირგვინით შეამკო.
პრეზიდენტმა ობელისკთან შეკრებილ ომის მონაწილეებს გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებას სახელმწიფო არასოდეს დაივიწყებს.
როგორც რადიო “ჰერეთის” კორესპონდენტი იუწყება, საქართველოს პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მარიამ ბეჟაშვილი, გიორგი ივანკო, ალექსანდრე კახაბრიშვილი, მარიამ კევლიშვილი, გიორგი მათიაშვილი და ილია ჯავახიშვილი.