პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 18 ნოემებერს, 12.00 საათზე გაიმართება. გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის აქტს ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ განცხადება და შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში 30 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნების შედეგად, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მეორე ადგილზე გავიდა ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ბარიერის გადალახვა შეძლო „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც ახალ პარლამენტში 6 დეპუტატით იქნება წარდგენილი.

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება ეხსნება – პრემიერმინისტრი და მინისტრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატები უნდა დაამტკიცონ. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცესპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები. სწორედ ამ პროცედურის გავლის შემდეგ ამოქმედდება ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება.
მოუსმიენთ ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიას კომენტარს

მსგავსი პოსტები

Back to top button