პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა გადაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე გადაუგზავნა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა.
პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა 8 მაისს ეწურებოდა. სავარაუდოდ, ხვალიდან პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება მთავრობის ახალი გუნდის მოსმენა.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ და პრემიერმა მიმართეს.