მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია-კალაძე

ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან-კალაძე ოპოზიციაზე

სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები – ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია“.

ამასთან, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.

ამ ყველაფერს, ვერც ზურაბიშვილი და ვერც აღნიშნული მარშები ვერ შეაჩერებს, ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს რომ მეორე ფრონტი გაიხსნას და ის მდგომარეობა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, ეს არ მოხდება.

ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ყველაფერი ფეხ-ქვეშ გათელა კანონები და კონსტიტუცია. პირველი უნდა იცავდეს, თუმცა სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს, ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს. ყველა რადიკალი, რომელიც წარმოდგენილია ამ ე.წ. ოპოზიციით, ვიცით რომ აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ. მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეულები. ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს. სატელიტებთან ერთად ყველას გაეცემა პასუხი!“, – აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია. ამასთან, მან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიმართა, რომ „საქართველო იქნება ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ“.

ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს“.

„ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, მხარდაჭერისა და თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაღაც თავისი წრე ადამიანების ჰყავთ, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით დაშინებული ჰყავთ. აი, ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, აბსოლუტურად, რადიკალური ვითარებაა ქვეყანაში. შესაბამისად, ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ – რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ, დღეს მათი რესურსი არის ნული და ხალხს რა დამოკიდებულებაც აქვთ მათ მიმართ, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ტარდებოდა, მაშინაც გამოჩნდა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს. შემთხვევითი არ არის ის, რომ დღეს ესენი ყველა ერთად არიან. იმ ადამიანის თანაგუნდელი არიან, ვინც მაგალითად: პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, იმიტომ, რომ უთხრეს, რომ „ისინი ერთად უნდა იყვნენ“. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის მცდელობა, რომ გარედან განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ცდილობენ, რომ რაღაცა პოზიციები გაიმყარონ. ხომ იცით „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო“. აი, ასეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button