„პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ისეთი კანდიდატები რომლებიც ნდობას ვერ იმსახურებს“ – პაატა მანჯგალაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯაგალაძის განცხადებით, „ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა ისეთი კანდიდატები შესთავაზა პარლამენტს, რომლებიც ნდობას ვერ იმსახურებს“.
მანჯგალაძის თქმით, პარტიის წევრები ესწრებიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, თუმცა, თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.
„სამწუხაროა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით არჩევანი არ დაგვიტოვა მმართველმა პარტიამ. პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ისეთი კანდიდატურები, რომლებიც ნდობას ვერ იმსახურებს, ისინი არიან ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები და ისინი ვერ გამოვლენ ბუნებრივია, იმ გავლენიდან, რაც ცესკოშია. წევრებთან დაკავშირებით გვაქვს მეტ-ნაკლები არჩევანი და საბოლოო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ მას შემდეგ, რაც კითხვებზე მოვოსმენთ მათ პასუხებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ორ ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენა დაიწყო.