მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს-რუსეთმა უკრაინაში 177 680 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 2 სარაკეტო და 35 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 177 680 ჯარისკაცი დაკარგა მათ შორის 570 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 8 აპრილამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3636
ჯავშანტექნიკა – 7020
საარტილერიო სისტემა – 2727
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 533
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 282
თვითმფრინავი – 307
ვერტმფრენი – 292
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2298
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5599
სპეცტექნიკა – 304
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button