პრეზიდენტს EU-ის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება
11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, გაიმართება პრესკონფერენცია,
ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში ჩამოდის. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან.
გერმანია – მიხაილ როთი
ფინეთი – იუკა კოპრა
შვედეთი – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი
საფრანგეთი – საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი;
ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი
ლატვია – ინარა მურნიეცე
ესტონეთი – მარკო მიხელსონი
პოლონეთი – კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დელეგაციას 11 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ცალკე შეხვედრაზე ოპოზიცია დელეგაციას მიაწვის ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები“.